ლაურა შუშტაკაშვილი
Sunday, March 19, 2017
ინტელის მეცხრე დღე
ტრეინინგის დასაწყისში ვისწავლეთ ბლოგზე საქაღალდის და ფაილის განთავსება. შემდეგ მოვისმინეთ ყველა მონაწილის პრეზენტაცია. ბოლოს ჩვენი პროექტები განვათვსეთ ბლოგზე.
Tuesday, March 14, 2017
ინტელის პროექტის მერვე დღე
დღეს გავიარეთ მეექვსე, მეშვიდე მოდული. ვიმუშავეთ დამხმარე საქაღალდეზე. შევქმენით მოსწავლეთა ჯგუფის ნამუშევრისთვის ხარაჩო. ვისაუბრეთ შეფასებებზე, დიფერენცირებებზე, გავეცანით ფასილიკაციის მასალებს. ვისაუბრეთ დავალების ბარათებზე. განვიხილეთ სათანადო ნიმუშები, რის მიხედვითაც შეიძლება დაიწეროს ეს ბარათები.განვიხილეთ თვითოეულ საქაღალდეში რა მასალა უნდა გვქონდეს.. დავიღალე. რადგან მოკლე დროში დიდი ინფორმაციაა ასათვისებელი. კითხვა: დავალების ბარათები პროექტისთვის სასურველია თუ აუცილებელი?
Friday, March 10, 2017
ინტელის მეშვიდე დღე
გაივიარეთ მეხუთე მოდულის პირველი აქტივობის მეორე ნაბიჯი. ვისწავლეთ მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმების შევსება. ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის რუბრიკაზე. ჩემი ძლიერი მხარეა ის, რომ არ მაქვს გაცდენა და ვარ მოტივირებული. სუსტი მხარეა ის, რომ მოკლე დროში მიჭირს დიდი მოცულობის ახალი მასალის სრულყოფილად გადამუშავება. კითხვა: როდის გავეცნობით ბლოგის დარჩენილ ფუნქციებს?
Thursday, March 9, 2017
ინტელის მეექვსე დღე
დღეს გავაკეთეთ პროცედურების მონახაზი ჩვენი პროექტისთვის და შემდეგ ვიმუშავეთ წყვილებში. წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდი ნამუშევარი პოვერპოინტში. ჩემი ძლიერი მხარეა ის რომ ვცდილობ თანმიმდევრულად მივყვე ახსნილ მასალას და ამას ვაკეთებ ხალისით. მქონდა კითხვები ტეხნიკურ მხარესთან მიმართებით, რაზეც მასწავლებელმა გამცა ამომწურავი პასუხი
Sunday, March 5, 2017
ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე
დავწყვილდით ჯგუფში და განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის მიხედვით ჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაციები. გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ვისწავლეთ პრეზენტაციის სლაიდზე ვორდის დოკუმენტის შემოტანა. ბოლოს განვიხილეთ ბლოგის მუშაობა. ჩანართების გაკეთება. ფოტოების შემოტანა. დიზაინი და დალინკვა. ჩემი ძლიერი მხარეა, რომ ვცდილობ მივყვე ტრენერს. ჩემი სუსტი მხარეა, რომ ადვილად ვიღლები.
Saturday, March 4, 2017
ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე
დღეს გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. თავიდან ტრეინინგის თითოეულმა მონაწილემ ისაუბრა შაბლონის უკვე შევსებული რუბრიკების მიხედვით პროექტის თემასა და შინაარსზე, განხორციელების დროზე, პროექტის სტანდარტებზე. პროექტის სასწავლო მიზნებსა და სწავლის შედეგებზე. ტრენერმა მოგვცა საჭირო რჩევები და შენიშვნები. შემდეგ ვიმუშავეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე. ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე. განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე. შეფასების გეგმასა და მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭიროებების დადგენის სტრატეგიებზე. ბოლოს გეგმის შაბლონის მიხედვით შევეცადეთ წარმოგვედგინა პრეზენტაცია პოვერპოინტში. ჩემი დადებითი მხარეა ის, რომ ვცდილობ თანმიმდევრულად მივყვე ტრენერის მითითებებს. მოცემულ შემთხვევაში შეკითხვა არ მაქვს.
Sunday, February 26, 2017
ინტელის ტრეინინგის მესამე დღე
დღეს ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე. დავასათაურეთ სამუშაო პროექტი. განვსაზღვრეთ მისი შინაარსი და აქტივობები. ვისაუბრეთ პროექტის მიზანზე. დაბალ და მაღალ სააზროვნო უნარზე.
Subscribe to:
Posts (Atom)