Saturday, March 4, 2017

ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. თავიდან ტრეინინგის თითოეულმა მონაწილემ ისაუბრა შაბლონის უკვე შევსებული რუბრიკების მიხედვით პროექტის თემასა და შინაარსზე, განხორციელების დროზე, პროექტის სტანდარტებზე. პროექტის სასწავლო მიზნებსა და სწავლის შედეგებზე. ტრენერმა მოგვცა საჭირო რჩევები და შენიშვნები. შემდეგ ვიმუშავეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე. ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე. განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე. შეფასების გეგმასა და მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭიროებების დადგენის სტრატეგიებზე. ბოლოს გეგმის შაბლონის მიხედვით შევეცადეთ წარმოგვედგინა პრეზენტაცია პოვერპოინტში. ჩემი დადებითი მხარეა ის,  რომ ვცდილობ თანმიმდევრულად მივყვე ტრენერის მითითებებს. მოცემულ შემთხვევაში შეკითხვა არ მაქვს.

No comments:

Post a Comment