Sunday, March 19, 2017

ინტელის მეცხრე დღე

ტრეინინგის დასაწყისში ვისწავლეთ ბლოგზე საქაღალდის და ფაილის განთავსება. შემდეგ მოვისმინეთ ყველა მონაწილის პრეზენტაცია. ბოლოს ჩვენი პროექტები განვათვსეთ ბლოგზე.

Tuesday, March 14, 2017

ინტელის პროექტის მერვე დღე

     დღეს გავიარეთ მეექვსე, მეშვიდე მოდული. ვიმუშავეთ დამხმარე საქაღალდეზე. შევქმენით მოსწავლეთა ჯგუფის ნამუშევრისთვის ხარაჩო. ვისაუბრეთ შეფასებებზე, დიფერენცირებებზე, გავეცანით ფასილიკაციის მასალებს. ვისაუბრეთ დავალების ბარათებზე. განვიხილეთ სათანადო ნიმუშები, რის მიხედვითაც შეიძლება დაიწეროს ეს ბარათები.განვიხილეთ თვითოეულ საქაღალდეში რა მასალა უნდა გვქონდეს..  დავიღალე. რადგან მოკლე დროში დიდი ინფორმაციაა ასათვისებელი. კითხვა: დავალების ბარათები პროექტისთვის სასურველია თუ აუცილებელი?

Friday, March 10, 2017

ინტელის მეშვიდე დღე

გაივიარეთ მეხუთე მოდულის პირველი აქტივობის მეორე ნაბიჯი. ვისწავლეთ მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმების შევსება. ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის რუბრიკაზე. ჩემი ძლიერი მხარეა ის, რომ არ მაქვს გაცდენა და ვარ მოტივირებული. სუსტი მხარეა ის, რომ მოკლე დროში მიჭირს დიდი მოცულობის ახალი მასალის სრულყოფილად გადამუშავება. კითხვა: როდის გავეცნობით ბლოგის დარჩენილ ფუნქციებს?

Thursday, March 9, 2017

ინტელის მეექვსე დღე

დღეს გავაკეთეთ პროცედურების მონახაზი ჩვენი პროექტისთვის და შემდეგ ვიმუშავეთ წყვილებში. წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდი ნამუშევარი პოვერპოინტში. ჩემი ძლიერი მხარეა ის რომ ვცდილობ თანმიმდევრულად მივყვე ახსნილ მასალას და ამას ვაკეთებ ხალისით. მქონდა კითხვები ტეხნიკურ მხარესთან მიმართებით, რაზეც მასწავლებელმა გამცა ამომწურავი პასუხი

Sunday, March 5, 2017

ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე

დავწყვილდით ჯგუფში და განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის მიხედვით ჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაციები. გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ვისწავლეთ პრეზენტაციის სლაიდზე ვორდის დოკუმენტის შემოტანა. ბოლოს განვიხილეთ ბლოგის მუშაობა. ჩანართების გაკეთება. ფოტოების შემოტანა. დიზაინი და დალინკვა. ჩემი ძლიერი მხარეა, რომ ვცდილობ მივყვე ტრენერს. ჩემი სუსტი მხარეა, რომ ადვილად ვიღლები. 

Saturday, March 4, 2017

ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. თავიდან ტრეინინგის თითოეულმა მონაწილემ ისაუბრა შაბლონის უკვე შევსებული რუბრიკების მიხედვით პროექტის თემასა და შინაარსზე, განხორციელების დროზე, პროექტის სტანდარტებზე. პროექტის სასწავლო მიზნებსა და სწავლის შედეგებზე. ტრენერმა მოგვცა საჭირო რჩევები და შენიშვნები. შემდეგ ვიმუშავეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე. ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე. განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე. შეფასების გეგმასა და მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭიროებების დადგენის სტრატეგიებზე. ბოლოს გეგმის შაბლონის მიხედვით შევეცადეთ წარმოგვედგინა პრეზენტაცია პოვერპოინტში. ჩემი დადებითი მხარეა ის,  რომ ვცდილობ თანმიმდევრულად მივყვე ტრენერის მითითებებს. მოცემულ შემთხვევაში შეკითხვა არ მაქვს.

Sunday, February 26, 2017

ინტელის ტრეინინგის მესამე დღე


დღეს ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე. დავასათაურეთ სამუშაო პროექტი. განვსაზღვრეთ მისი შინაარსი და აქტივობები. ვისაუბრეთ პროექტის მიზანზე. დაბალ და მაღალ სააზროვნო უნარზე.

Saturday, February 25, 2017

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

მეორე დღეს გავიმეორეთ ის, რაც ვისწავლეთ წინა გაკვეთილზე. გავეცანით ჯერ თეორიულად ბუკლეტის შექმნის პრინციპებს და შემდეგ შევქმენით ბუკლეტი. ფურცელი გავყავით სამ ტოლ ნაწილად და გავანაწილეთ თემატიკა. შემდეგ ინტერნეტში მოვიძიეთ ფოტოები და ჩავსვით თემატიკის მიხედვით ბუკლეტში. ბოლოს ვისწავლეთ ფოსტიდან ბლოგის დარეგისტრირება და დავრეგისტრირდით.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი წარიმართა ძალიან საინტერესოდ.